"საქართველოს მთავრობა რუსეთის სატელიტად ჩამოყალიბდა" | გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

"როდესაც ქართველი მოხალისეები ჩვენს მხარდამხარ საბრძოლველად ჩამოდიან, საქართველოს მთავრობა რუსეთის სატელიტად ჩამოყალიბდა" - ამბობს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო "მთავარ არხთან" საუბრისას.

მისი თქმით, ომში მყოფმა ქვეყანამ არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, როგორც " ბუკის" სისტემებთან, ისე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, თუმცა ამაოდ.

"საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უკრაინასთან ურთიერთობის გასაფუჭებლად. ფეისბუქის პირად გვერდზე რამდენიმე შემთხვევაზე დავწერე, თუმცა სამწუხაროდ კიდევ ძალიან ბევრი ასეთი ფაქტია. ყველაზე მთავარი საკითხი სამხედრო დახმარებაა. საქართველოს მთავრობას 30ჯერ მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. არ ვითხოვთ რომ გვაჩუქონ, მზად ვართ ვიყიდოთ. დაგვაიგნორეს. შევთავაზეთ ჩვენს მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში ჩართულიყვნენ, ისევ უპასუხოდ დაგვტოვეს.

უკრაინის მოქალაქესთან, მიხეილ სააკაშვილთან ჩვენი სახალხო დამცველის შეშვებაზე ოფიციალური მიმართვა გავაგზავნეთ, თუმცა კვლავ სიჩუმე. ბოლო საკითხი კი საქართველო-რუსეთს შორის სავარაუდო ავია მიმოსვლისას ეხება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეხვედრა და მიმდინარე პროცესებზე განმარტება მოვითხოვეთ. ამ შემთხვევაშიც უპასუხოდ დაგვტოვეს. ეს მეგობრული ურთიერთობის საზღვრებს სცდება. სიტყვებით ამ საქციელს ვერ გადაფარავ მაშინ, როდესაც ქართველი მოხალისეები ჩვენს მხარდამხარ საბრძოლველად ჩამოდიან, საქართველოს მთავრობა რუსეთის სატელიტად ჩამოყალიბდა.

ჩვენი ელჩის კომენტარი, სამწუხაროდ სიმართლეა, რუსეთი აგრესიულ ომს აგრძელებს. სავსებით მოსალოდნელია, რომ უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების გვერდი-გვერდ ყოფნა ცუდი შედეგით დასრულდეს. ეს არავის ინტერესებში შედის, საერთოდ არ ვსაუბრობ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე - ეტყობა "ქართულ ოცნებას" ეს საერთო არ აინტერესებს და არ აღელვებს პირიქით, რუსეთის შემხვედრ ნაბიჯებს დგამენ. ავია-მიმოსვლების საკითხი უკრაინის მოქალაქეებს ეხებათ და ამაზე ვერ გავჩუმდებით" - ამბობს გონჩარენკო. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კასიანოვს იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან, თუ ჩვენ "ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში, სამარცხვინო განცხადებაა - კობახიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი