
ფინეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა. საული ნიინისტო რუსეთის მიერ განადგურებულ ბოროდიანკასა და ბუჩას ეწვია. ბოროდიანკაში ვიზიტისას ნიინისტომ რეკონსტრუქციაზე ისაუბრა და ფინეთის მიერ უკრაინას გადაცემული დროებითი საცხოვრებელი დაათვალიერა.
"ჩემს ბავშვობას მახსენებს. მე ვცხოვრობდი ქუჩაზე, სადაც სახლებს შვედურ სახლებს ეძახდნენ, რადგან შვედეთმა ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთს გადასცა" - თქვა ნიინისტომ.
ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.