ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში სამშობიარო, სკოლა და პოლიკლინიკა დაბომბეს.
"ხერსონში რუსეთის ფედერაციის არმიამ დაბომბა სამშობიარო, სკოლა და პოლიკლინიკა. დაზიანდა სამშობიარო სახლის შენობა, მეოთხე სართულზე კვამლია", - წერს ტიმოშენკო.
არსებული ინფორმაციით შენობაში მხოლოდ მედპერსონალი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, სარაკეტო იერიშების შედეგად არავინ დაშავებულა.