ცათამბჯენები გმირთა მოედანზე | ივანიშვილის რუსული კავშირები და მილიონების შოვნის ახალი გზა მოქალაქეების ხარჯზე

გამოქვეყნდა:

რა ფულით და რისთვის აკეთებს ბიძინა ივანიშვილი გმირთა მოედანზე ახალ პროექტს და რა სერიოზული პრობლემები შეიძლება მოუტანოს 65-სართულიანმა ცათამბჯენებმა ქვეყანას. 

ივანიშვილის რუსული კავშირები და მილიონების შოვნის ახალი გზა მოქალაქეების ხარჯზე - იხილეთ ნინუცა კეკელიას რეპორტაჟი:

აქვე, შეგახსენებთ, რომ სამსახურიდან გაუშვეს "ლაგუნა ვერეს" დარაჯი, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ აუზის წყლის სისტემა და რკინეული ჯართში ჩააბარეს.

როგორც მან "მთავარი არხის" კორესპონდენტს უთხრა, ამის შესახებ ცნობა დღეს მიიღო, მიზეზი კი გახდა ის, რომ აუზის ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლები და სატელევიზიო კამერები შეუშვა. 

"მთავარის" ჟურნალისტთან პირად საუბრებში მან თქვა ისიც, რომ ხელმძღვანელობამ გააფრთხილა, რომ მედიისთვის არ ეთქვა რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა ჯართში ჩააბარეს და მიუთითეს, რომ მათი გაქრობის მიზეზად 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობა დაესახელებინა და ეთქვა, რომ ეს ყველაფერი მაშინ მდინარე ვერემ წაიღო. 

ზაზა მელაძე პირად საუბრებში ამბობს, რომ ძველ სამსახურში მისვლას და პირადი ნივთების წამოღებას რამდენიმე დღეში აპირებს, რის შემდეგაც ის ჟურნალისტებთან საუბარს გეგმავს - რა ხდება ლაგუნა ვერეზე რეალურად.

მედიის წარმომადგენლები კი ლაგუნა ვერეზე არსებული ვითარებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი გმირთა მოედანზე, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე 2 ცათამბჯენს აშენებს. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი