უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება და აძლიერებს ზეწოლას ბახმუტზე, უგლედარსა და სხვა მიმართულებებზე.
მისი თქმით, თავისუფალ სამყაროში თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს, რათა შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილონ რუსეთის ახალი დანაშაულებრივი ქმედებები.
"რუსეთი ემზადება აგრესიის ახალი ტალღისთვის - იმ ძალებით, რომელთა მობილიზებაც შეუძლია. ახლა დამპყრობლები ზეწოლას აძლიერებენ ბახმუტზე, უგლედარსა და სხვა მიმართულებებზე, მაგრამ მათ სურთ გაზარდონ ზეწოლა უფრო დიდ მასშტაბზე", - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა მთავარია სწრაფად განხორციელდეს ის, რაზეც უკრაინული მხარე პარტნიორებთან შეთანხმდა - კერძოდ, თანამედროვე ტანკები: "ეს არ არის ხუთ, ათ ან თხუთმეტ ტანკზე საუბარი. საჭიროება უფრო დიდია".