რუს ოკუპანტებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 20-ზე მეტი კოლონიის შექმნა სურთ

გამოქვეყნდა:

რუს ოკუპანტებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 24 სასჯელაღსრულების კოლონიის შექმნა სურთ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, რომლის ცნობითაც, ამის შესახებ საუბარია რუსეთის მთავრობის 23 იანვრის ბრძანებაში.

ცნობილია, რომ რუსეთის  სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს დაევალა შექმნას 12 კოლონია ე.წ "დონეცკის რესპუბლიკაში", ხოლო  7 - "ლუგანსკის რესპუბლიკაში".

გარდა ამისა რუსეთის ხელისუფლებას სურს გახსნას სასჯელაღსრულების დაწესებულებები დროებით ოკუპირებულ ტეროტირიზებზე - ხერსონს რეგიონში 3, ზაპოროჟიეში 2.

ბრძანების მიხედვით, უნდა შეიქმნას სამი სამკურნალო და სამი გამაჯანსაღებელი ცენტრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი