NYT:„ვაგნერის“ სასაფლაო ბოლო 2 თვეში თითქმის შვიდჯერ გაიზარდა - სატელიტური ფოტოები

გამოქვეყნდა:

New York Times სატელიტური სურათებისა და ვიდეო კადრების ანალიზის მიხედვით წერს, რომ  კრასნოდარის მხარეში, სოფელ ბაკინსკაიაში,  რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სასაფლაო ბოლო 2 თვეში, თითქმის შვიდჯერ გაფართოვდა. შედარებისთვის, გამოცემა 2022 წლის ნოემბერში და 2023 წლის იანვარში გადაღებულ ფოტომასალას აქვეყნებს. New York Times  წერს, რომ 24 იანვარს გადაღებული სატელიტური სურათი, დაახლოებით 170 საფლავს გვიჩვენებს. მაშინ, როცა 24 ნოემბრით დათარიღებულ სურათებში შვიდჯერ ნაკლები საფლავი იყო. 

საფლავების რაოდენობის ზრდა დროში ემთხვევა ოკუპანტების მწვავე შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაზე

აშშ-ს მთავრობა ამბობს, რომ "ვაგნერს" ათასობით მსხვერპლი ჰყავს და რომ მათი 90% პატიმრები არიან, რომლებიც ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, ომში წაიყვანეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი