
"გმადლობთ კანცლერ ოლაფ შოლცს. უკრაინაში ლეოპარდების გაგზავნის გადაწყვეტილება დიდი ნაბიჯია რუსეთის შეჩერებისკენ. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ" - წერს ტვიტერზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი გერმანიის გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინას 14 ერთეულ "ლეოპარდი 2"-ის ტიპის ტანკს მიაწვდის.
ინფორმაცია ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დადასტურდა და ამის შესახებ კანცლერმა შოლცმა განაცხადა.
გადაწყვეტილებას მიესალმება დიდი ბრიტანეთის პრემიერიც:
ნატოს მოკავშირეებისა და მეგობრების სწორი გადაწყვეტილებაა უკრაინაში მთავარი საბრძოლო ტანკების გაგზავნა. Challenger 2-ებთან ერთად ისინი გააძლიერებენ უკრაინის თავდაცვით ცეცხლსასროლი იარაღის ძალას.
ჩვენ ერთად ვაძლიერებთ ძალისხმევას, რათა უკრაინამ მოიგოს ეს ომი და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა. " წერს რიში სუნაკი.