სატელეფონო საუბარი მქონდა თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან. განვიხილეთ რამშტაინის შეხვედრის შედეგები, უკრაინის არმიის შემდგომი გაძლიერების საკითხი, ტანკების მომარაგებისა და ახალი შეიარაღების შენარჩუნების ჩათვლით. მეტი კარგი ამბავი მალე გამოცხადდება. ჩვენ გვაქვს აშშ-ს სრული ნდობა და მტკიცე მხარდაჭერა. ერთად გამარჯვებამდე!
- წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი. ცნობისთვის, თბილისის დროით 21:00 საათზე უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ბრიფინგია ჩანიშნული. მოსალოდნელია, რომ ბაიდენი უკრაინისთვის Abram-ის ტიპის ტანკების გადაცემას გამოაცხადებს.