აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები უკრაინაში M1 Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გაგზავნის. განცხადება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, განცხადებამდე ის დღეს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერებს ესაუბრა.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინაში ტანკების ჩასვლას თვეები დასჭირდება, ასევე მის გამოსაყენებლად საჭირო იქნება უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები. 

მანამდე, გერმანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას Leopard-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემს. როგორც გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, კიევი პარტნიორებისგან ჯამში 80-მდე ტანკს მიიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი