მედია: რუსულმა რაკეტამ ხერსონის პორტში თურქული გემი გაანადგურა

გამოქვეყნდა:

უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ ხერსონის პორტში თურქული სატვირთო გემი გაანადგურა. მედია საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-ზე დაყრდნობით წერს, რომ გემს, სახელად "ტუზლა", რაკეტა სამშაბათს, 24 იანვარს მოხვდა. 

გამოცემა Reuters წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მოედო ცეცხლი გემის სამეთაურო ოთახს. აქვე, მედიასაშუალება ლოკაციას ადასტურებს ვიდეოში ასახული გემებისა და შენობების განლაგების მიხედვით, რაც, მათი თქმით, სატელიტურ ფოტოებს ემთხვევა. 

"გუშინ ღამით მოხდა თავდასხმა, სავარაუდოდ, პორტში და, როგორც ჩანს, ასაფეთქებელი მოხვდა გემს. ხერსონში თურქული გემები ეკიპაჟი ძალიან მცირეა, რის გამოც დაშავებულები და დაღუპულები არ არიან" - განუცხადა წყარომ Reuters-ს ანონიმურობის პირობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი