"მადლობა თბილი სიტყვებისთვის, ჩვენ საერთო სურვილი გვაქვს: გამარჯვება" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

დღეს უკრაინისთვის ძალიან სასიამოვნო სიახლეების დღეა. არის კოალიცია ტანკებზე, არის გადაწყვეტილება თანამედროვე ტანკების მარაგის გახსნაზე ჩვენი თავდაცვისთვის.

მადლობას ვუხდი ყველა მოკავშირეს მზადყოფნისთვის, მოგვცეს თანამედროვე და ძალიან საჭირო ტანკები.

ეს ყველაფერი ადასტურებს მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - რომ თავისუფლება მხოლოდ ძლიერდება და იმას, თუ როგორ ერთიანად ვმუშაობთ თავისუფლების გასაძლიერებლად უკრაინისა და ევროპის დასაცავად. ეს ლიდერების ისტორიული მიღწევაა.

სიჩქარე და მოცულობა ახლა მთავარია. მთავარია სიჩქარე ჩვენი სამხედროების მომზადებისთვის, სიჩქარე უკრაინისთვის ტანკების მიწოდებისთვის და მთავარია უფრო მეტი ტანკით მხარდაჭერა.

ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ თავისუფლების ისეთი სატანკო მუშტი, რომლის დარტყმის შემდეგ, ტირანია ვეღარ აღდგება. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ერთად - ისე, როგორც დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

კიდევ ერთი, მე მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და მილოცვების ძალიან თბილი სიტყვებისთვის, რომელიც მოვისმინე და ვნახე ამდენი განსხვავებული ადამიანისგან და მე და თქვენ საერთო სურვილი გვაქვს: გამარჯვება.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის გამარჯვებისთვის და ის გაიმარჯვებს.

დიდება უკრაინას.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი