გერმანული Leopard-ის ტანკები უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავლენ, ვიდრე ამერიკული Abrams-ები - კირბი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის წარმომადგენელი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ გერმანული "ლეოპარტის" ტანკები უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავა, ვიდრე ამერიკული "აბრამის" ტანკები. მას არ დაუკონკრეტებია ვადრები, თუ როდის იქნება ამერიკული სამხედრო დახმარება ადგილზე და თქვა, რომ ამას დასჭირდება "ბევრი თვე".

"ჩვენ მადლობლები ვართ, რომ გერმანელები აპირებენ დაუყოვნებლივ 14 მათგანის კონტრიბუცია მოხდეს, მაგრამ რომ ისინი აპირებენ იმუშაონ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რომ შეადგინონ, მოგეხსენებათ, სრული ორტანკიანი ბატალიონი, ანუ დაახლოებით 60 ტანკი. და ისინი ძალიან, ძალიან კარგი ტანკებია და მართალი ხარ, უკრაინაში უფრო სწრაფად შეძლებენ ადგილზე შეღწევას, ვიდრე აბრამსი", - თქვა კირბიმ. 

მისი თქმით, დასავლეთს სჯერა, რომ ამ დახმარებას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რადგან ბრძოლები უფრო ძალადობრივი ხდება გაზაფხულსა და ზაფხულზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი