გერმანია დააფინანსებს 20 მილიონი ევროს ღირებულების Starlink-ის სატელიტური ტერმინალების შეძენას უკრაინისთვის. ამის შესახებ განაცხადა ოთხშაბათს კიევის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა გააკეთა.
"მადლობა გამოვხატე გერმანელი ხალხის მიმართ 10 000 Starlink-ის ახალი პარტიისთვის, რომელსაც ჩვენ მომავალ თვეში მივიღებთ", - თქვა მიხაილო ფედოროვმა Telegram-ის პოსტში.
ელონ მასკის კერძო სარაკეტო კომპანიის SpaceX-ის მიერ დამზადებული პატარა, ადვილად გამოსაყენებელი სატელიტური თეფშები საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც უკრაინის სამხედრო კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანი წყარო, რაც საშუალებას აძლევს მებრძოლებს იყვნენ ონლაინ, მაშინაც კი, როცა მობილური ტელეფონები და ინტერნეტ ქსელები ნადგურდება რუსეთთამ ომის გამო.
"რეალურ დროში კომუნიკაცია საშუალებას აძლევს უკრაინელ ჯარისკაცებს კოორდინირება გაუწიონ თავიანთი სამშობლოს დაცვას და უკეთ დაიცვან თავი რუსული თავდასხმებისგან", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ ინტერნეტზე წვდომა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაშველი რგოლია და დანარჩენ მსოფლიოს საშუალებას აძლევს გაიგოს რა ხდება უკრაინაში.