ფარსად გადააქციეს მთელი სასამართლო პროცესი, არარსებულს ვერ დაამტკიცებ - ჯაფარიძე სააპელაციოზე

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ მთელი სასამართლო პროცესი "ქართულმა ოცნებამ" ფარსად აქცია. 

ბადრი ჯაფარიძის თქმით, არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და რაც არ მომხდარა, ვერც დაუმტკიცებენ.

"სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" პირობებში სასამართლო გადაიქცა "ქართული ოცნების" ოფისიდან მიღებული შემსრულებელ ბიუროდ და გადააქციეს ფარსად მთელი სასამართლო პროცესი, იმიტომ, რომ თქვენ და ყველამ მკაფიოდ დაინახა, სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ნათელი იყო, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იყო მოგონილი მოსამართლე არევაძის მიერ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაღაც დაებრალებინა ჩვენთვის, რომ კი ფულის გათეთრება ვერანაირად ვერ დაგვიმტკიცეს, იმიტომ, რომ არარსებულს ვერ დაამტკიცებს, შესაბამისად მოიგონეს, თითქოს რაღაც თაღლითობა ჩავიდინეთ, რომლითაც ჩვენ დავზარალდით", - თქვა ჯაფარიძემ. 

მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამდენი მოსამართლე მონაწილეობს "ფარსში", მხოლოდ იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ოფისში, წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება გამოაცხადონ. ჯაფარიძის განცხადებით, საქმე უზენაეს სასამართლოში წავა. იხილეთ: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი