საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოდესაში ჩავიდა და უკრაინელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კეტრინ კოლონა ხუთშაბათს სამხრეთ უკრაინაში, ქალაქ ოდესაში თავის უკრაინელ კოლეგას შეხვდა. 

"ოდესაში! უკრაინის სუვერენიტეტისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის აღსანიშნავად დღეს, როგორც არასდროს", - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.

დმიტრო კულებამ კოლეგას მამაცობისთვის და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინა-საფრანგეთის პარტნიორობა გადამწყვეტი რჩება რუსული აგრესიის დაძლევასა და მშვიდობის აღდგენაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი