ქართველი ოლიგარქი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილი დაპირისპირებას აგრძელებს და ამჯერად დაფინანსებულ სტატიებს რამდენიმე უცხოურ გამოცემაში აქვეყნებს. საქართველოს არაფორმალური მმართველის სამიზნე კვლავ შვეიცარიული ბანკი, დასავლური სასამართლო სისტემა და ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტები არიან. მისი მიზანი კი იმ მილიარდობით დოლარის დაბრუნებაა, რომლებიც ფინანსური სკანდალის შედეგად ოლიგარქისთვის მიუწვდომელი გახდა.
თავად ბიძინა ივანიშვილი ფინანსურ პრობლემებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ოლიგარქი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ფაქტობრივად სანქციებია ამოქმედებული და უნებურად მიზეზსაც კი ასახელებს. ივანიშვილის მითითებით დაწერილ სტატიაში საქართველოს არაფორმალური მმართველი ამბობს, რომ ყველაფერი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო და ამით ფაქტობრივად აღიარებს მის მიერ მართული ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას.
იხილეთ ასევე: