კანადა უკრაინაში 4 Leopard-2 ტანკს გზავნის

გამოქვეყნდა:

კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდამ განაცხადა, რომ კანადის მთავრობა უახლოეს კვირებში უკრაინაში 4 Leopard-2-ის ტანკს გაგზავნის.

გარდა ამისა, მისივე თქმით, მომავალში მიწოდებული ტანკების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ეს პარტნიორებთან კონსულტაციებზეა დამოკიდებული.

ანანდის თქმით, უკრაინული ტანკერების წვრთნაში მონაწილეობას კანადაც მიიღებს.

შეგახსენებთ, გერმანიამ უკრაინისთვის "ლეოპარდის", ხოლო აშშ-მ "აბრამსის" ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი