რუსი ჰაკერები გერმანიის სამთავრობო დაწესებულებების ვებგვერდებს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინისთვის Leoprad-2-ის მიწოდების გადაწყვეტილების შემდეგ, რუსი ჰაკერები გერმანიის სამთავრობო დაწესებულებებს თავს დაესხნენ. გერმანიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, რუსმა ჰაკერებმა გერმანიის სამთავრობო უწყების რამდენიმე ვებგვერდი გატეხეს და ისინი ნაწილობრივ გააუქმეს.

ცნობილია, რომ Killnet ჯგუფის ჰაკერები, როგორც წესი, თავს იმ ქვეყნების ვებგვერდებს ესხმიან, რომლებიც რუსეთისთვის არასახარბიელო გადაწყვეტილებებს იღებენ. 

ჰაკერები Telegram-არხზე ფოტომასალას აქვეყნებენ და წერენ, რომ თავს ბერლინის საავადმყოფოს შიდა ქსელს დაესხნენ.

"ბერლინის მთავარი მრავალფუნქციური საავადმყოფო გათიშულია ქსელიდან. რატომ და როგორ? დიახ, ყველაფერი მარტივია - ექიმებს არ აქვთ წვდომა თავიანთ ონლაინ ოფისებზე", - წერენ ისინი.

ასევე, აცხადებენ იმასაც, რომ წაშალეს ბუნდესტაგის ვებგვერდი, მაგრამ ის მაინც ხელმისაწვდომი რჩება.

გერმანიის კიბერდანაშაულის სააგენტო აცხადებს,რომ ჰაკერების შეტევას ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვანი შეფერხება არ გამოუწვევია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი