"ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები... დაასრულეთ ეს გიჟური ომი" | ტრამპი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკების გადაცემას ეხმაურება და საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე წერს, რომ ჯერ ტანკები იქნება, შემდეგ კი მერე ბირთვული რაკეტები იქნება.

"ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები. დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ახლა. ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია!" - წერს ტრამპი.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა როგორ შეიძლება უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად და მარტივად დასრულება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი