"სამხედრო და საფინანსო დახმარების კონტროლისთვის, უკრაინაში ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ" | ნულანდი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, უკრაინაში სამხედრო და საფინანსო დახმარების კონტროლისთვის, ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ.

"ადმინისტრაცია მომავალშიც კონცენტრირებულია, რომ არ დაუშვას დახმარებისა და იარაღის არამიზნობრივი გამოყენება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, Deloitte-თან და აშშ-ის სამთავრობო აუდიტორების ჯგუფთან, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში კიევში იმყოფებიან", - თქვა ნულანდმა.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა: "უკრაინამ არა მხოლოდ უნდა გადაიტანოს ეს ომი, ის უფრო ძლიერი, “სუფთა”, დემოკრატიული, უფრო ევროპული უნდა გამოვიდეს იქიდან. სწორედ ამისთვის იბრძვიან უკრაინელი პატრიოტები".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი