იაპონია რუსებს პერსონალურ სანქციებს უწესებს და ექსპორტზე შეზღუდვას აფართოებს

გამოქვეყნდა:

იაპონია 3 თებერვლიდან დამატებით პერსონალურ სანქციებს უწესებს რუსეთთან დაკავშირებულ პირებს, ასევე, აფართოებს ექსპორტზე შეზღუდვას. განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

პირადი სანქციები 22 პირის მიმართ დაწესდა, ექსპორტის შეზღუდვა კი დამატებით 49 კომპანიაზე.

სანქცირებულებს შორის არიან ბავშვთა ომბუდსმენი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ჩერნიშეკო და ანდრეი ბელუსოვი, რუსი ოლიგარქის სულეიმან კერიმოვის ნათესავები, ასევე რუსული არმიის გენერლები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი