უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ განახლებაში ნათქვანია, რომ ხუთშაბათს, მორიგი მასიური თავდასხმის დროს, რუსეთმა 70 რაკეტა ისროლა, რომელთაგან 47 ჩამოაგდეს.
უწყების ცნობით, მოსკოვმა 44 საჰაერო თავდასხმა განახორციელა, მათ შორის 18 ირანული წარმოების "შაჰიდის" დრონების გამოყენებით. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ყველა დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა თქვა, რომ ხუთშაბათს მომხდარი თავდასხმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები იყო.
თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, ზოგიერთ რაიონში გაითიშა ელექტროენერგია.