იღებდა მრავლობით მედიკამენტებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონოდა ტოქსიკური ეფექტი - ექსპერტი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

 ბრიტანელი ექსპერტი, ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა ამბობს, მესამე პრეზიდენტი იღებდა მრავლობით მედიკამენტებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდა ტოქსიკური ეფექტი. ამ თემაზე მან სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ისაუბრა. 

"მე-11 თავში მე ვსაუბრობ მრავლობით მედიკამენტებზე, რომლებსაც ის იღებდა და რომლებსაც შეიძლება ჰქონოდა ტოქსიკური ეფექტი. ის იღებდა გარკვეულ მედიკამენტებს ფსიქოთერაპიული პროფილის, თუმცა ის რაც შეეხებოდა სტრესის მოხსნას, შიშებს და განცდას იმისას, რომ ის არის საშიშროების ქვეშ, ამის საწინააღმდეგოდ მას მკურნალობა არ მისცემია, რაც ინარჩუნებდა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას", - თქვა ექსპერტმა. 

დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია რაიმე სპეციფიური მკურნალობა მისი კონპლექსიური პოსტტრავმული სტრესული აშლილობის წინააღმდეგ. კატონა ამბობს, რომ ფსიქოლოგიური მკურნალობა ვერ იქნება ეფექტური, თუ ის მიმდინარეობს ადგილზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი