„როგორც სახელმწიფო ვერ გადარჩება ჯარის გარეშე, ასევე ჩვენი ევროპა ვერ გაძლებს დაცვის გარეშე. ამიტომ, მე მოგიწოდებთ, ისწავლოთ ევროპულ კოლეჯში, არა მხოლოდ ის, თუ როგორ იყოთ ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი და როგორ იყოთ ექსპერტები ევროპულ საკითხებში, არამედ, როგორ იყოთ ევროპული ღირებულებების დამცველები, როგორ იყოთ ლიდერები ევროპისთვის ბრძოლაში. როგორ იყოთ რეალურად მეთაურები, რომლებსაც შეუძლიათ სხვების ხელმძღვანელობა ევროპისთვის ბრძოლაში“
მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთისა და ბელგიის ევროპული კოლეჯის სტუდენტებს ონლაინ ჩართვისას.