დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსები საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების დანგრევას განაგრძობენ. ფოტო-ვიდეო მასალას უკრაინული მედია ავრცელებს.
მანამდე კი, 16 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი დაანგრიეს - დარჩა მხოლოდ ერთი კედელი. "ქალაქი გაჩერების გარეშე იქცევა სამშენებლო ნამსხვრევების უდაბნოდ", - დაწერა მაშინ ანდრიუშჩენკომ.
ცნობისთვის, მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელიც ბომბის თავშესაფრად გამოიყენებოდა, რუსული ავიაციის მიერ 2022 წლის 16 მარტს დაიბომბა, დაიღუპა სულ მცირე 300 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიამ მარიუპოლში ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ქალაქი თითქმის 90% განადგურებულია მტრის დაბომბვის შედეგად, ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის ნორმალური მიწოდების გარეშე. დამპყრობლები ანგრევენ მათ მიერ დაზიანებულ სახლებს, რათა დამალონ თავიანთი დანაშაულის კვალი.