უკრაინა გარდატეხის მოლოდინშია - გარდატეხის ფრონტის ხაზზე, რასაც დროში დაასწრო გარდატეხამ მოკავშირების მენტალიტეტში. ის, რაზეც აქამდე ალიანსი ფეხს ითრევდა, ორჭოფოდა და ფრთხილობდა, ხვალ რეალობა იქნება. რამდენიმე კვირაში გერმანული ლეოპარდები, ამერიკული აბრამსები და ბრიტანული ჩელენჯერები ფრონტის ხაზზე აღმოჩნდება. საუბარია ბოლო თაობის ტანკებზე, რომელსაც კომპლექსური ტენქოლოგიები და ლიგისტიკური ხაზიც მოყვება.
ასეთი შეტევითი იარაღი ის აუცილებელი კომპონენტი იყო, რომლის გარეშეც უკრაინა ვერ გადავა წარმატებულ კონრტრშეტევაზე და რის გარეშეც ვერ მოახდენს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სრულად გათავისუფლებას. დასავლელი ანალიტიკოსები ახლა უკვე ღიად ამბობენ, რომ ამაზე არ უნდა გაჩერდნენ და ურკაინას აუცილებლად უნდა მიაწოდონ ავიაციაც. და მაინც რა იცვლება უკრაინის სცენაზე დასავლური ტანკების და შემტევი საბრძოლო ტექნიკის გამოჩენით - იხილეთ თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი.