
უკრაინელი ტანკისტები წვრთნებისთვის დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ. ინფორმაციას და ფოტომასალას ბრიტანეთის თავდაცვა ავრცლებს.
"დიდი ბრიტანეთი უკრაინას გლობალურ პარტნიორებთან ერთად Challenger 2-ის ტანკებს გადასცემს, რაც საერთაშორისო დონეზე აჩვენებს უკრაინის მხარდაჭერის სიძლიერეს," - წერია უწყების განცხადებაში.