ორბანის თქმით, პუტინს არჩევნებში წაგების ეშინია და უკრაინაში ომზე უარს არ იტყვის

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოახლოებულ არჩევნებში წაგების ეშინია და უკრაინაში ომზე უარს არ იტყვის. ინფორმაციას გამოცემა „ტიხის აინბლიკი“ ავრცელებს.

მედისაშუალება წერს, რომ ორბანის განცხადებით, პუტინს ესმის, რომ უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს მასობრივი გაყალბებითაც კი ვერ მოიგებს. 

ორბანის თქმითვე, რუსეთმა ისტორიულად აჩვენა, რომ ომების დასაწყისში „კორუფციის, დაუდევრობის, მეთაურების არაკომპეტენტურობისა და ტაქტიკური შეცდომების“ გამო სუსტია, მაგრამ "იცვლება ძალიან მალე, ახდენს ძალების მობილიზებას და სწრაფად სწავლობს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი