დანიის პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერიქსენი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
ზელენსკის თქმით, მათ მიკოლაევის საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი მებრძოლები მოინახულეს.
"დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად, მიკოლაივის საავადმყოფოში დაჭრილ უკრაინელ დამცველებს ვესტუმრეთ.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც. მადლობელი ვარ ყველა იმ სამედიცინო მუშაკის, რომელიც ზრუნავს ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე. ვუსურვებ მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას!", - დაწერა ზელენსკიმ.