უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშემწყობია.
როგორც პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთს სთავაზობს პლატფორმას, გენოციდის ხელშეწყობისა და მათი შემდგომი მკვლელობების წახალისებისთვის.
"IOC არის ომის, მკვლელობისა და განადგურების პრომოუტერი... IOC სიამოვნებით უყურებს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ სთავაზობს რუსუსებს პლატფორმას გენოციდის პოპულარიზაციისა და შემდგომი მკვლელობების წახალისებისთვის. ცხადია, რუსულ ფულს, რომელიც ყიდულობს ოლიმპიურ თვალთმაქცობას, სისხლის სუნი არ ასდის, ასე არ არის, ბატონო ბახ?" - წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რომ აერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი, თომას ბახი ოლიმპიადაზე იმ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებაზე ალაპარაკდა, რომლებიც არ უჭერენ მხარს რუსულ აგრესიას. ბახმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ასეთმა სპორტსმენებმა შესაძლოა 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა ნეიტრალური დროშებით მიიღონ.