ხერსონში რუსების დაბომბვების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ხერსონში, 29 იანვარს, რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ხერსონის საკრებულო საკუთარ Telegram-არხზე ავრცელებს.

"ქალაქზე გუშინდელი თავდასხმების შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია განახლდა: ცნობილი გახდა 10 ადამიანის შესახებ, რომლებმაც მიიღეს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, 3 ადამიანი გარდაიცვალა", - წერია განცხადებაში.

საკრებულომ ასევე განაცხადა, რომ 30 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი ორჯერ დაბომბეს. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ავტომობილი და ელექტროქსელი. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი