ციმბირში 23 წლის კაცი უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ვიდეოს ჩაწერის გამო დააკავეს

გამოქვეყნდა:

ციმბირში 23 წლის კაცი უკრაინაში რუსეთის ომის საწინააღმდეგო ვიდეოს ჩაწერის გამო დააკავეს, - ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "თავისუფლების ქსელი" ავრცელებს. მათი ცნობით, ქალაქ ტიუმენის სასამართლომ ახალგაზრდა კაცი დამნაშავედ "ექსტრემიზმის წახალისებაში" სცნო. 

კირილ მარტიუშევმა ვიდეო, სადაც ყვება, როგორ დააკავეს ომის საწინააღმდეგო მსვლელობაზე, 24-25 თებერვალს გადაიღო და Telegram-ის მეშვეობით გაავრცელა.

23 წლის კაცი თავდაპირველად მარტში, ომის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მაშინ ის 19 000 რუბლით დააჯარიმეს. ახლანდელი განაჩენით კი მას საპატიმროში 18 თვის გატარება მოუწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი