რუსეთის სამხედრო ელიტისა და ჩეჩენი მებრძოლების დაპირისპირება მწვავდება. უკრაინის ომში კადიროველების მოქმედებები უკვე რუსეთშიც კი გაღიზიანებას იწვევს და ამას ღიად აპროტესტებენ.
გაუპატიურებული რუსი ჟურნალისტი და სასტიკად ნაცემი ოპერატორი - ეს არის კადიროველების ბოლო ქმედება, რომლის გახმაურებასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების მიუხედავად პოლიცია გამოძიებას არ იწყებს. საზოგადოება ამბობს, რომ სამართალდამცველ ორგანოებს კადიროვის ეშინიათ, რადგან ვლადიმერ პუტინმა მას სრული იმუნიტეტი მიანიჭა.