"უახლოეს მომავალში შედგება ჩემი ვიზიტი უკრაინაში" | გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს, - ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა 
ბუნდესვერის ოპერაციულ ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.

"უახლოეს მომავალში შედგება ჩემი ვიზიტი უკრაინაში", – თქვა პისტორიუსმა

პისტორიუსს უკრაინაში ჩასვლის თარიღი არ დაუსახელებია. უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კი, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ "ჰიპოთეტურ საკითხებზე" დისკუსიაში მონაწილეობა არ სურს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი