რუსები დროებით ოკუპირებული ლუგანსკის ე.წ. "გუბერნატორებისგან" მობილიზაციის დაჩქარებას ითხოვენ. მიზეზი კი ოლქის ტერიტორიებზე რუსული არმიის წარუმატებელი მობილიზაცია და ცუდი ლოგისტიკური მხარდაჭერაა.
"ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ბუგერნატორებს ულტიმატუმი წაუყენეს: [ან იქნება მობილიზაცია, ან იქნება "საკადრო გადაწყვეტილებები"]. მათი უკმაყოფილების მიზეზი ამ ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის არმიის მობილიზაციისა და ლოგისტიკური მხარდაჭერის ჩავარდნაა", - აცხადებს უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი.
გარდა ამისა, ცენტრის ინფორმაციით, კრემლი მობილიზაციის წარუმატებლობაში კოლაბორატორებს ადანაშაულებს.