უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ორშაბათს განაცხადეს, რომ დანია მიკოლაევის რეკონსტრუქციაზე იზრუნებს, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად ძლიერად დაზიანდა.
"დანია იყო ჩვენი ერთ-ერთი პირველი პარტნიორი, რომელმაც მიიღო ჩვენი წინადადება, რომ იზრუნებდა უკრაინის რესტავრაციაზე, მათ შორის ქალაქ მიკოლაევის აღდგენაზე. მადლობელი ვარ, რომ შექმნა სპეციალური ფონდი ჩვენი სახელმწიფოს დასახმარებლად" - თქვა ზელენსკიმ.
დანიის პრემიერის თქმით, ქვეყანა ჩაერთვება "უკრაინის, განსაკუთრებით მამაცი, გმირული ქალაქის ნიკოლაევის რეკონსტრუქციაში".
ცნობისთვის, დანიამ იანვარში გამოაცხადა, რომ უკრაინას ფრანგული წარმოების 19 თვითმავალ
ჰაუბიცს "კეისარს" გადასცემს.