უკრაინისკენ დაიძრა 60-ზე მეტი ამერიკული საბრძოლო მანქანა Bradley

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 30 იანვარს უკრაინაში გაგზავნა ქვეითთა საბრძოლო მანქანების, Bradley-ს პირველი პარტია. ეს დახმარება ნაწილია 2.85 მილიარდი დოლარიანი პაკეტისა, რომელიც ამ წლის დასაწყისში გამოცხადდა.

პირველი პარტია 60-ზე მეტ "ბრედლის" მოიცავს, მათ გასულ კვირას დატოვეს ქალაქი ჩრდილოეთ ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინის შტატში.

"ბრედლი არის ძალიან ძლიერი მანქანა, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს ვაძლევთ. იმედია ეს გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს წინსვლის უზრუნველსაყოფად ბრძოლის ველზე და დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, იმ აღჭურვილობით, რომელიც ემთხვევა ან აღემატება იმას, რაც რუსებს აქვთ", - თქვა არმიის ვიცე-პოლკოვნიკმა, რებეკა დ’ანჯელომ.

ჯამში უკრაინამ 109 "ბრედლი" უნდა მიიღოს. ისინი შეიარაღებულნი არიან 25 მმ-იანი ავტოქვემეხით და TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი