ჩვენი საქმიანობა ყოველთვის პოლიტიკურად ნეიტრალური იყო - EWMI "ხალხის ძალას" პასუხობს

გამოქვეყნდა:

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) "ხალხის ძალას" პასუხობს და აცხადებს, რომ მათი საქმიანობა ყოველთვის ნეიტრალური იყო. "ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა თქვეს, რომ კანონის უზენაესობის პროგრამა - "პროლოგი" 2015 წლის შემდეგ სასამართლო სისტემას ესხმის თავს.

"საქართველოში EWMI-ის მუშაობის განსაკუთრებული აქცენტი იყო მოსამართლეთა და ადვოკატის კვალიფიკაციის ამაღლება, სასამართლოს მომხმარებელთა საჭიროებებზე სასამართლოს პასუხისმგებლობის გაზრდა და საქართველოს სასამართლოებში საქმეების გაჭიანურების შემცირება", - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, EWMI დაეხმარა ახალ თაობას, ფლობდნენ პრაქტიკულ უნარებს და გააცნობიერონ, თუ როგორ შეიძლება კანონი იყოს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი, ასევე, ისინი მუშაობდნენ ქალების, ბავშვებისა და სხვა მარგინალიზებული თემების უფლებების დაცვაზე.

"დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმაში დასარწმუნებლად, რომ EWMI-ის საპროექტო აქტივობები არ ემხრობოდა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებულ პირებს. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა ხელისუფლებაში, EWMI და მისი პარტნიორები ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს შესაბამის უწყებებთან, რათა უზრუნველეყოთ გამჭვირვალობა საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

იხილეთ "ხალხის ძალის" განცხადება: 

"ხალხის ძალა" ამჯერად USAID-ის და მის პროგრამა "პროლოგს" ესხმის თავს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი