ყველაფერი ყირიმში დაიწყო 2014 წელს და იქ დასრულდება - ბუდანოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი ფიქრობს, რომ წელს რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მეტი ტერიტორიის ოკუპაციაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ის ბელარუსის მხირდან შეტევის განახლებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. უკრაინული მედიის ცნობით, მან ამ თემაზე Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყირიმი ზაფხულისთვის სამშობლოს დაუბრუნდეს", - თქვა ბუდანოვმა. 

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ უკრაინული ჯარების შესვლა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის პრეზიდენტს ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგებს მან უპასუხა - "ეს არაა სიმართლე. და ყირიმი დაგვიბრუნდება. მეტს გეტყვით: ყირმიში ყველაფერი 2014 წელს დაიწყო და ყველაფერი იქ დამთავრდება". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი