რუსეთი აპირებს "ბელავიას" ყველა კვოტა გაუხსნას - რუსეთთან ავიამიმოსვლის ირიბი გზა?

გამოქვეყნდა:

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის ირიბად აღდგენას იწყებს.
პირდაპირი ფრენების შესახებ კრემლის შეთავაზება ისევ ღია რჩება, თუმცა მოსკოვი თბილისის ოფიციალურ პასუხამდე მინსკის გავლით, საქართველოს ავია დერეფნის ათვისებას იწყებს.

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება აპირებს, რომ ბელარუსის ნაციონალურ გადამყვან "ბელავიას" ყველა კვოტა გაუხსნას. 

როგორც ინსაიდერული წყაროები ამტკიცებენ, მთავარი გათვლა სწორედ საქართველოზეა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა კიდევ უფრო გამარტივდეს და ამით რუსეთის ეკონომიკა არ დაზარალდეს. 

მმართველი პარტიის დეპუტატები კი აღნიშნულს უარყოფენ და ამბობენ,რომ ეს საკითხი არც განსახილველად და არც ნერვიულობად არ ღირს,რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება". მან ქართული ოცნება შეაქო იმისთვისაც, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. 

ლავროვის განცხადებებს "ქართული ოცნების" ლიდერები კმაყოფილებით შეხვდნენ და თქვეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "მისასალმებელი იქნება".

საგარეო მინისტრის შემდეგ, ურთიერთობების აღდგენაზე უკვე დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვიც ალაპარაკდა. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი