აბრამოვიჩს სურს, "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული 2,8 მლრდ დოლარი უკრაინას გადაურიცხოს - მედია

გამოქვეყნდა:

რუსი ოლიგარქს რომან აბრამოვიჩს სურს, რომ საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული 2,8 მლრდ დოლარი უკრაინას გადასცეს - ინფორმაციას telegraf ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფული სპეციალურ ფონდში ჩაირიცხება, რომელიც 2022 წელს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა.

აბრამოვიჩმა ფულის გადასარიცხად ევროკავშირის ნებართვა უნდა მიიღოს, რადგან მის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოქმედებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი