
Wagner PMC-ის ყოფილმა დაქირავებულმა ჯარისკაცმა ანდრეი მედვედევმა, რომელიც ნორვეგიას თავშესაფარს სთხოვს, ქვეყანაში მცხოვრებ უკრაინელებს, რომელიც მის იქ ყოფნას აპროტესტებენ, ბოდიშს უხდის.
"მე ნაძირალა ვარ, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს გვიან გავიგე...გთხოვთ, არ განმსაჯოთ და ნებისმიერ შემთხვევაში ბოდიშს ვიხდი", - თქვა მედვედევმა ნორვეგიულ ტელეკომპანია NRK-თან ინტერვიუში.
მედვედევი თავისი ქვედანაყოფიდან გაიქცა და ნორვეგიის საზღვარი გადაკვეთა ის პასვიკდალენის ხეობის მიდამოში მესაზღვრეებმა დააკავეს.
მედვედევი Wagner-ის პირველი დაქირავებულია, რომელიც საზღვარგარეთ გაიქცა.
დეკემბერში მედევედევმა გაზეთ Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეესწრო ვაგნერელი მებრძოლების მკვლელობას, რომლებიც დაჯგუფების მეთაურებმა ბრძანებების დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულეს.