საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნის ინფორმაციით, ქვეყანა უკრაინას დამატებით 12 Caesar-ს გადასცემს და ზაფხულისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების 2 000 ჯარისკაცს გადაამზადებს.
მან აღნიშნა, რომ პარიზი ასევე გაგზავნის თავის 150 ჯარისკაცს პოლონეთში, რომ ყოველთვიურად უკრაინის შეიარაღებული ძალების 600 ჯარისკაცი გადაამზადოს.