მედია: თეთრი სახლი უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის პირველმა მოადგილემ, ოლივია დალტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ უკრაინაში იარაღის მნიშვნელოვან ნაწილს გზავნის, რომ ბრძოლის ველზე მათი საჭიროებები რუსული აგრესიის საპასუხოდ დააკმატოფილოს.

"ამჟამად ჩვენ ვაგზავნით იარაღის მნიშვნელოვან ნაწილს და უსაფრთხოების დახმარებას უკრაინაში, რათა დააკმაყოფილოს მათი საჭიროებები ბრძოლის ველზე რუსული აგრესიის საპასუხოდ. ჩვენ უკვე გავგზავნეთ არტილერია, საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი აღჭურვილობა. ჩვენ რეგულარულად ვუკავშირდებით [უკრაინულ მხარეს] მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ბრძოლის ველზე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გვექნება მეტი უსაფრთხოების დახმარება, რომლის შესახებაც მალე გამოვაცხადოთ“, - თქვა დალტონმა.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის მდგომარეობით შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 26,7 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი