ორბანის ანტიუკრაინული განცხადებების გამო, უკრაინაში უნგრეთის ელჩი, საგარეო უწყებაში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში უნგრეთის ელჩი, იშტვან იჯარტო, უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის ანტიუკრაინული 
განცხადებების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, უკრაინაში უნგრეთის ელჩი იშტვან იჯარტო, უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის უკრაინის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი დამამცირებელი განცხადებების გამო დაიბარეს", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დიპლომატს შეახსენეს, რომ ანტიუკრაინული რიტორიკა აბსოლუტურად მიუღებელია და სერიოზულ ზიანს აყენებს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობებს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ მას კიევის გამარჯვების არ სჯერა და თვლის, რომ ქვეყანა  უმართავ ნანგრევებად გადაიქცევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი