მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრში, ბერდიანსკის აეროპორტის გარშემო "თავდაცვით ხაზებს" აშენებენ და თავდაცვით სტრუქტურებს ამონტაჟებენ.
"მელიტოპოლის ირგვლივ უკვე არის საფორტიფიკაციო ნაგებობები - ბერდიანსკის, ვასილივკასა და ხერსონის მხარეში. ბოლო კვირებში ოკუპანტებმა თხრილები გათხარეს და "დრაკონის კბილები" დააყენეს ბერდიანსკის აეროპორტის გარშემო - ფრონტის ხაზიდან 100 კმ-ში", - წერს ფედოროვი.
გარდა ამისა, ფედოროვის თქმით, ოკუპანტები ეძებენ ადამიანებს დროებით ოკუპირებულ ყირიმში თავდაცვის ხაზის ასაშენებლად.
ცნობისთვის, ფაქტს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მიტოვებული აეროდრომი ვერტმფრენების ბაზად გადააქციეს და მის გამოყენებას აგრძელებენ, Defense Express-ის მიერ დამუშავებული Planet Labs-ის სურათები ადასტურებს. გარდა ამისა, სურათების ანალიზის დროს შეინიშნება რუსი სამხედროების კიდევ ერთი აქტივობა - აეროდრომის გადაქცევა თავდაცვით კერად, სიმაგრეების სრული პერიმეტრის შექმნით.