პოლონურმა გამოცემამ ზელენსკის "წლის ადამიანის" წოდება მიანიჭა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად, პოპულარულური პოლონური გამოცემს Wprost-ის მიხედვით, "წლის ადამიანის" საპატიო წოდება მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ის მიიღო იმ ბრძოლისთვის, გამძლეობისთვის, სტაბილურობისთვის, იმედისა და გამარჯვებისთვის, რასაც უკრაინა იმსახურებს.

"ცივილიზებული სამყაროს სახელით ბრძოლისთვის თავისუფალი ევროპისთვის. დიდი რწმენისთვის, როცა სხვებს არ ჰქონდათ. სიმტკიცისთვის, როცა დამარცხება იყო ნაწინასწარმეტყველები. იმედისთვის როცა ყველას ეჭვი ეპარებოდა. და უპირველეს ყოვლისა - უკრაინის გამარჯვებისთვის, რომელიც უბრალოდ უნდა მოვიდეს", - აღინიშნა გამოცემის წარმომადგენელმა უკრაინის პრეზიდენტის დაჯილდოებამდე.

ზელენსკის სახელით ჯილდო პოლონეთში უკრაინის საელჩოს მრჩეველმა-ელჩმა ოლეგ კუტსმა მიიღო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი