პუტინის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობა უარს ამბობს სამკურნალოდ სააკაშვილის გაშვებაზე - ბროუდერი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება მაგნიტსკის სიის მთავარი ავტორი. ბილ ბროუდერი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი სავარაუდო მოწამვლისა და წამებისგან კრიტიკულ მდგომარეობაშია და პუტინის მართული საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს მის სამკურნალოდ ქვეყნიდან გაშვებაზე.

ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტი რეანიმაციაში გადაჰყავდათ, გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა. აღნიშნული ოფიციალურად "ვივა მედმა" მაშინ არ დაადასტურა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა მოინახულა და როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რეანიმაციაში გადაყვანის შეთავაზება მესამე პრეზიდენტმა კლინიკის ექიმებისგან მიიღო და ისიც დათანხმდა. მოგვიანებით, კლინიკამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაჰყავთ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი