"ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის" - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს აჩვენა როგორ მდგომარეობაშია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს მოსამართლესა და დარბაზში შეკრებილებს აჩვენა როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია ამჟამად.

მან თქვა "ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის". მოსამართლემ მოგვიანებით ჩართვის ლინკი გათიშა და მიხეილ სააკაშვილს უთხრა ჩაეცვა, რადგან ის უკვე აღარ ჩანდა.  

"ვივა მედში" შეყვანისას მიხეილ სააკაშვილი 104 კილოგრამს იწონიდა. ბოლო ცნობებით, ის ახლა 69 კგ-ს იწონის. როგორც სასამართლოზე "ემპათიას" ექსპერტმა, ლალი ჯავაშვილმა თქვა, განსხვავება დაპატიმრებამდე მის წონასთან 45 კილოგრამია.

ცოტა ხნის შემდეგ მოსამართლემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავადვე აღარ ისურვა განმეორებით ჩართვა, სხდომა კი მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. 

 მესამე პრეზიდენტმა სხდომაზე სიტყვა ქართულად და უკრაინულად თქვა. იხილეთ: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი